პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს.
ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მედია წერს, რომ ინფორმაცია მათ დაუდასტურა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ კოვზანაძემ მის კომიტეტს ოფიციალურად უკვე მიმართა.