ღარიბაშვილი 7-9 მარტის აქციაზე: ანარქისტები იყვნენ

ღარიბაშვილი 7-9 მარტის აქციაზე: ანარქისტები იყვნენ

12-03-2023, 23:14 - 2023
318
       

„რამდენიმეს ფოტო ვნახე... გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „TV იმედის“ ეთერში საუბრობს.


ის 7-9 მარტს აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს აღწერს. 

„ვინ დაიწყო ძალადობა?! ძალადობა დაიწყო ნაცმოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთამ და მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ე.წ. ამ გირჩის მოძრაობამ, ჯაფარიძე პროვოკატორის მოძრაობამ და ფრანკლინის კლუბის "ანარქისტებმა", რამდენიმეს ფოტო ვნახე... გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ, რამდენიმე ადამიანს ახალგაზრდებს, არ მინდა მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს არის შემაშფოთებელი, რაც აქ ხდება“, - ამბობს ღარიბაშვილი. 

       
პოპულარული