აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებაც განაახლეს.
რამდენიმე წუთით ადრე, რუსთაველზე მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით რეზინის ტყვიების სროლა დაიწყეს. ადგილზე გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც.
ცნობილია, რომ აქციის მონაწილეების მისამართით ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიიდან ისვრიან. მედიის წარმომადგენლების მიმართ კი სამართალდამცველები ფიზიკურ ანგარიშსწორებას ცდილობენ.
აქციაზე აკავებენ ადამიანებსაც.