„რესპუბლიკელების“ ლიდერი ხათუნა სამნიძე „ქართული ოცნების“ კოალიციის კულუარულ ინფორმაციას ასაჯაროებს და ყვება, რომ 2014 წელს ბიძინა ივანიშვილმა ვლადიმერ პუტინს შუამავლების საშუალებით ბოდიში შეუთვალა.
კრემლის ლიდერთან ოლიგარქი თავის მართლების რეჟიმში მას შემდეგ ჩადგა, რაც ევროსაბჭოში „რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერების, თინა ხიდაშელისა და ლევან ბერძენიშვილის ანტირუსული გზავნილები მოისმინა.
„თინა ხიდაშელი და ლევან ბერძენიშვილი, პარლამენტის წევრები, ევრო საბჭოში ძალიან ანტირუსული გამოსვლის შემდეგ, რითაც იცავდნენ უკრაინის დონბასს და ყირიმს ამ ანტირუსული ძალიან კრიტიკული გამოსვლების შემდეგ ორჯერ ბიძინა ივანიშვილმა საუბარში დავით ბერძენიშვილს უთხრა, რომ ისეთი კრიტიკული იყო ეს გამოსვლები და ისეთი მძიმე, რომ მას მოუწია და შეუთვალა პუტინს ბოდიში. ეს არის დასტური, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია ცდილობს ქვეყანაში ითამაშოს ორმაგი თამაში, დეკლარილებულად ილაპარაკოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და მეორე მხრივ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას რუსეთისკენ“, - თქვა ხათუნა სამნიძემ.