კობახიძე გახარიას შესახებ კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს

კობახიძე გახარიას შესახებ კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს

18-02-2022, 15:02 - 2022
2 519
       

„ალიანსი არსებობს „ნაცმოძრაობასა“ და გახარიას შორის, ამაზე კითხვის ნიშნები მთლიანად მოხსნილია”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას გუნდმა და „ნაციონალურმა მოძრაობას“ ოფიციალური კოალიცია თავადვე დაადასტურეს, თუმცა არის დეტალები, რომელიც გახარიას „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის პერიოდშივე წარმოიშვა. კობახიძე არ აზუსტებს, რას გულისხმობს.

„არის დეტალები, რომლებიც უკავშირდება ამ ალიანსს, კავშირებს, რომლებიც წარმოიშვა ბევრად ადრე, ვიდრე გახარია გავიდოდა ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან. ძალიან ბევრი ნიუანსი, დეტალი შეიძლება, იყოს საინტერესო საზოგადოებისთვის, ამ თანამშრომლობის დეტალებზე გვაქვს საუბარი, რასაც მოგვიანებით ვაცნობებთ საზოგადოებას. შეიძლება, ეს იყოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები, შეიძლება, იყოს კონკრეტული ქმედებები, რომლებიც ნაკარნახევი იყო ამ ალიანსით და ა.შ. მაგალითად, გახსოვთ, ძალიან საეჭვოდ იყო ჩატარებული სპეცოპერაციები პანკისში და 20 ივნისს, შეიძლება, ამის უკანაც იდგეს „ნაცმოძრაობის“ კვალი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები