„ქართული ოცნება“ რუსულ კანონპროექტს მხარს უჭერს

„ქართული ოცნება“ რუსულ კანონპროექტს მხარს უჭერს

21-02-2023, 14:39 - 2023
384
       

„შევთანხმდით და მხარს დავუჭერთ კანონპროექტს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე საუბრობს.


ის რუსულ კანონპროექტს ე.წ „აგენტების კანონს“ ეხმაურება.

„ქართული ოცნების“ სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პრინციპის დონეზე ჩვენ შევთანხმდით და მხარს დავუჭერთ კანონპროექტს, რა თქმა უნდა, დეტალებზე გაგრძელდება მსჯელობა. თუკი პრინციპებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათასგვარი სპეკულაცია მოჰყვა სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებაში, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის კანონმდებლობაზეც იყო მითითება და შემიძლია პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ თუკი ვინმე, ვინც არ უნდა იყოს, ხაზგასმით ვამბობ, თუკი ვინმე ამბობს, რომ ეს არის ანალოგი რუსული კანონმდებლობის, ის უბრალოდ იტყუება“, - ამბობს მდინარაძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები