ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის ომში ჩაერთოს რუსეთის მხარეს, თუმცა მხოლოდ ერთ შემთხვევაში.
ის აცხადებს, რომ თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდება რუსების მხარეს იბრძოლებს.
„მე მზად ვარ რუსებთან ერთად ვიბრძოლო ბელარუსის ტერიტორიიდან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე - თუნდაც ერთი ჯარისკაცი - მოვა ჩვენს ტერიტორიაზე იარაღით ჩემი ხალხის მოსაკლავად, თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებენ, პასუხი იქნება. ომი კი სულ სხვა ხასიათს მიიღებს“, - განაცხადა ლუკაშენკომ.