კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობის დღევანდელ სხდომას არ დასწრებია.
ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა ბოლო პერიოდში მედიაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ის პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან დაპირისპირებულია და არაა გამორიცხული თანამდებობის დატოვება მოუწიოს.
დაპირისპირების მიზეზი კი გელათის მძიმე მდგომარეობაა.
ერთ-ერთი ინფორმაციით, წულუკიანი შესაძლოა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ქეთი დუმბაძემ შეცვალოს, რომელიც ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
დუმბაძე დღეს კულტურის კომიტეტის სხდომასაც ესწრებოდა, სადაც სწორედ გელათის საკითხზე მსჯელობდნენ.