დავით კეზერაშვილი საქართველოში დასაბრუნებლად ემზადება - განცხადება

დავით კეზერაშვილი საქართველოში დასაბრუნებლად ემზადება - განცხადება

27-01-2023, 10:48 - 2023
476
       

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს მდივანი კობა ნაყოფია ადასტურებს, რომ მასსა და დავით კეზერაშვილს შორის შეხვედრა მართლაც შედგა.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე საარჩევნო პროცესი იყო.

„თვითონ ვთქვი და არც დამიმალავს, რომ ჩემსა და დავით კეზერაშვილს შორის შედგა შეხვედრა, მათ შორის ამ [საარჩევნო] საკითხებზე იყო ძირითადი მსჯელობა. ყველა ადამიანს აქვს თავის ხედვა. ის, რა თქმა უნდა, დაუშვათ იხრება და მხარს უჭერს ერთ კანდიდატს, მე დაუშვათ ვუჭერ მხარს ნიკა მელია, ეს ცნობილია პირველივე დღიდან და ეს პოზიცია არც შეიცვლება, ზუსტად ვიცი რატომ ვუჭერ მხარს ნიკა მელიას.

დავით კეზერაშვილი მხარს უჭერს ლევან ხაბეიშვილს, მე რამდენადაც ვიცი ვანო მერაბიშვილიც. იმიტომ რომ ის, როგორც ვიცით, აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში და აქტიურად მხარს უჭერს და არც ხაბეიშვილს დაუმალავს ეს ისევე, როგორც მე როგორც მხარს ვუჭერ ნიკა მელიას. იყო შუამავლები ვინც ჩათვალეს საჭიროდ, რომ უნდა შევხვდეთ..

იყო ერთი, მეორე, რომლებიც მელაპარაკებოდნენ მე, შემდეგ მას და შემდეგ იყო შემოთავაზებები, ხომ არ შეხვდებით, და ძირითადი განსახილველი საკითხი ეს არის მომავალი ამ ვითარებიდან გამომდინარე, მომავალი თანაცხოვრება და გეგმები“, - ამბობს ნაყოფია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები