ვანო მერაბიშვილმა „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება დადო? - მელიამ აქამდე უცნობი „კარტები გახსნა“

ვანო მერაბიშვილმა „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება დადო? - მელიამ აქამდე უცნობი „კარტები გახსნა“
18-01-2023, 11:59 - 2023
541

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, გლდანში  მისი საარჩევნო შტაბის დარბევაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო ჩართული.
 
მელიას თქმით, ამ ამბის შესახებ ინფორმირებული იყვნენ პარტიის წევრები, ხოლო ვანო მერაბიშვილი მასთან კონტაქტზე არ გამოსულა.
 
მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, 7 წელის ჰქონდა მას სამარტოო საკანში გატარებული და გულში ჩავიკარი, სახლშიც ვეწვიე რამდენჯერმე.
 
2020 წელს არჩევნებზე ვარ გლდანში, ძალიან მძიმე საარჩევნო კამპანიაში. გამარჯვების შანსი არსებობს, ისეთი სიტუაციაა, ბიძინა ივანიშვილიც კი მოვიდა გლდანში  იარჩევნების დღეს, ოფისების გადაწვა და იარაღებით თავდასხმა,
 
მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ თურმე ვებრძვით არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, ანუ ქართულ ოცნებას, არამედ ჩვენ გვიპირისპირდება .
 
ვანო მერაბიშვილი ძალიან აქტიურად  ყოფილა ჩართული ჩემი საარჩევნო შტაბის დანგრევაში.
 
კონკრეტულ ადამიანებთან, 10-მდე ადამიანთან მისი წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები გადიან  კონტაქტზე და ეუბნებიან,  დატოვეთ საარჩევნო შტაბი და იქნებ არ დაეხმაროთ ნიკა მელიასო. გამოუნახეს შეხების  საერთო წერტილები. დროთა განმავლობაში ვხედავ, რომ შტაბში ადამიანები ჩემს გარშემო მცირდება, დაიკარგნენ ჩემი თვალთახედვის არედან, ამის შემდეგ ამ ადამიანებმა მომიყვნენ სიმართლე, მადლობა ამ ადამიანებს,  ყური რომ ეგდოთ მერაბიშვილისთვის, ეს არჩევნები ჩაიშლებოდა, დანა რომ ჩაგერტყათ სისხლი არ წამომივიდოდა, მე მეგონა ვუპირისპირდებოდი კალაძეს და კობიაშვილს, და თურმე მე მებრძვის ადამიანი, რომელიც 7 წელი საპატიმროში იყო
“, - განაცხადა  ნიკა მელიამ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა