თბილისის მერიამ ვარკეთილში გარემოვაჭრეების დახლები აიღო. მათ ბაზრობაზე შესვლას სთავაზობენ, თუმცა გარემოვაჭრეები გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადს ვერ გადაიხდიან, აღნიშნულზე უარს აცხადებენ.
გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ დილით ყველაფერი წაღებული დახვდათ. ისინი მუშაობის უფლებას ითხოვენ. როგორც ისინი ამბობენ, ეს მათი შემოსავლის წყარო იყო და არა ქონების დაგროვებისთვის, არამედ გადარჩენისთვის შრომობდნენ.
„რომელ ვაჭრობაზეა საუბარი, სული ამოგვხადეს, ვერ ვისუნთქებთ საქართველოში. ამიტომ იძულებულები ვართ, რომ წავიდეთ საზღვარგარეთ, რომ ორი თეთრი ვიშოვოთ, რომ ბავშვები მშივრები არ დაგვეხოცონ“, - განაცხადა გარე მოვაჭრემ.