საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ „რადიო თავისუფლებას“ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ 13 იანვარს სოფელ მეჯვრისხევში მისიის წევრებს რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც EUMM-ის წარმომადგენლებმა განმარტეს, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
„მათ იმოქმედეს უსაფრთხოების პროტოკოლიდან გამომდინარე და დატოვეს კონფლიქტის ზონა“, - ამბობენ EUMM-ში.