ძლიერ ქარს ლანჩხუთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, ხე გზაზე მიმავალ ავტომობილს დაეცა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა დაადასტურა.