რატი ბრეგაძე „შავ სიაში“ მოხვდა - მაგნიტსკის სია ცნობილია

რატი ბრეგაძე „შავ სიაში“ მოხვდა - მაგნიტსკის სია ცნობილია

13-01-2023, 12:25 - 2023
771
       

მიხეილ სააკაშვილის მაგნიტსკის სია უკვე დაკომპლექტებულია - 20-მდე პირი სანქცირებულთა ჩამონათვალში მოხვდება. 

თანამდებობის პირებს შორის ერთადერთი ვინც სიაში მოხვდა, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძეა. მასთან ერთად მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის გამო სანქცირებულთა ჩამონათვალში არიან - საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი, საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთმელიძე, გლდანის საპატიმროს დირექტორი ნოდარ ქინქლაძე.

სიის დაკომპლექტებამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა კონსულტაციები გაიარეს იურისტთა ჯგუფებთან, ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობასთან და უკრაინის საელჩოსთან. 

რამდენიმე დღეში კი პროცესები დაიწყება საზღვარგარეთ - რაც სიის ოფიციალურ დოკუმენტად გაფორმებას უზრუნველყოფს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები