ნიკა მელიას ფარული ჩანაწერი გამოუქვეყნეს

ნიკა მელიას ფარული ჩანაწერი გამოუქვეყნეს

10-01-2023, 11:28 - 2023
741
       

„ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების წინ ნიკა მელიას ფარული ჩანაწერები გამოუქვეყნეს.


აუდიო ფაილში, რომლის წარმომავლობაც დაუდგენელია, ავთენტიკურობა კი დაუდასტურებელი, გამავრცელებლის, ჯაბა წულაძის,  მტკიცებით, ნიკა მელია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, უხამსი ლექსიკით მოიხსენიებს.

ნიკა მელიას თანამოაზრეებმა აუდიოჩანაწერების გავრცელებიდან მალევე გააკეთეს განცხადება.

ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რასაც სოციალურ ქსელში ვხედავთ. ამაზე დიდი საზიზღრობა არ არსებობს. ეა არის ის, რისთვისაცვებრძვი ინვანიშვილს. ყველაფერი აზრს კარგავს ამი9ს შძემდეგ, სიტყვებიც არ მყოფნის“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

თავად ხაბეიშვილის ბანაკში კი აცხადებენ, რომ ეს არის „რუსული ოცნების“ ხელწერა.

ვრცელდება გაურკვეველი წარმომავლობის ჩანაწერი, რომელიც არის რუსული ოცნების ხელწერა და ემსახურება ერთმანეთში დაპირისპირებას, გაყოფას, ცილისწამებას.

მოგიწოდებთ, არავითარ შემთხვევაში არ გაავრცელოთ ეს ჩანაწერი და მეტიც, რეაგირების გარეშე დატოვოღ ეს სიბინძურე. 

ჩვენ არ გვაინტერესებს მსგავსი ჩანაწერები, ნეგატივი და ცილისწამება“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები