პაპუაშვილის განაცხადებით, ზურაბიშვილი სააკაშვილს არ შეიწყალებს

პაპუაშვილის განაცხადებით, ზურაბიშვილი სააკაშვილს არ შეიწყალებს

7-01-2023, 16:50 - 2023
477
       

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.


პარლამენტის სპიკერის თქმით, აღნიშნულზე მან იცის ზურაბიშვილის პოზიცია და ვერ ხედავს რაიმე საფუძველს, რომ ის პოზიცია შეცვლილიყო.

„მე არ მაქვს არანაირად ამის [ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალების] მოლოდინი, ვინაიდან ვიცი მისი [სალომე ზურაბიშვილის] პოზიცია რაც მან არაერთხელ გააჟღერა და ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს, რომ ის პოზიცია შეცვლილიყო. ის თავად გახლდათ, თვითონაც აღნიშნა, იმ პროტესტის მონაწილე, რომელიც სწორედ ეხებოდა გირგვლიანი საქმეს და დღეს გირგვლიანის საქმეზე მიდის მართლმსაჯულების აღსრულება. ყველა ვინც ახლა ცდილობს, რომ რაიმენაირად დაიხსნას მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს ამ საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას. რაც შეეხება [სააკაშვილის] დიაგნოზს, ამას ვერც მე გადავწყვეტ, ვერც პრეზიდენტი, ვერც ვერავინ. ეს გახლავთ ექიმების და სასამართლოს კომპეტენცია, რომ ამ საკითხზე იმსჯელონ და იცით, რომ ამაზე მიდის სასამართლო და იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები