ექიმებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.
მათ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდეს.
„ექიმები მოვითხოვთ, ჩვენი პაციენტის უფლებების დაცვას. პაციენტი ხელში გვაკვდება. მოსახლეობასაც მეტი აქტივობისკენ მოვუწოდებთ. დავიცვათ პრეზიდენტის უფლებები!“, - აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მანანა ჯებაშვილი.