საქართველოს პრეზიდენტი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

4-01-2023, 14:41 - 2023
441
       

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.


„თქვენო უწმინდესობავ, ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ 90 წლის იუბილეს!

ვუსურვებ საქართველოს, უფლის შეწევნით კიდევ მრავალ წელს ედგეთ სათავეში საქართველოს ეკლესიას“, - აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის მისალოც წერილში.

დღეს, 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაბადების დღეა. მას 90 წელი შეუსრულდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები