„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი გიორგი მუმლაძე აქციის გამართვას ჭორვილაში გეგმავს. ამის შესახებ მან CNews-ს განუცხადა.
მუმლაძის თქმით, ხვალ, 12:00 საათზე აქციას ჭორვილაში გამართავენ, შემდეგ კი შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.
„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ ხაზს - აქციების გამართვას ბიძინა ივანიშვილის სახლებთან. ხვალ აქციას გავმართავთ ჭორვილაში, დღის 12 საათზე, საღამოს, 6 საათზე კი შევუერთდებით ბიძინა ივანიშვილის სახლთან დაგეგმილ აქციას. ეს არის ჩვენი გეგმა“, - განუცხადა მუმლაძემ CNews-ს.