რეგიონებში „ენმ“-ს აქციებს ხაბეიშვილი და მისი თანამოაზრეები არ უერთდებიან

რეგიონებში „ენმ“-ს აქციებს ხაბეიშვილი და მისი თანამოაზრეები არ უერთდებიან

3-01-2023, 14:37 - 2023
483
       

„ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს თბილისის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც გამართავს, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი და მისი თანამოაზრეები არ უერთდებიან.


ხაბეიშვილის განცხადებას, რომ მხარდამჭერებთან ერთად მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციასთან და შეკვეთილში დაგეგმილ აქციებში მიიღებს მონაწილეობას, მისი თანაპარტიელი გიორგი პატარაია „სამწუხაროს და გასაკვირს“ უწოდებს.

„ლევანის განცხადება ცოტა გასაკვირი და გულდასაწყვეტია, რადგან პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს ჩვენს წევრებსა და მხარდამჭერებს. სამწუხაროდ, ლევანის განცხადება პირიქით, ყოფს. გულდაწყვეტილი ვარ მისი განცხადებით. როდესაც ლევანმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა აქცია “ქართული ოცნების” ოფისთან, პარტიის უკლებლივ ყველა წევრი მივიდა აქციაზე, რადგან საკითხი პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლეს ეხებოდა. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. რამდენიმე დღეა უკვე დაანონსებულია ტერიტორიები, სადაც აქციები გაიმართება. ესენია: თბილისში - “მშვიდობის ხიდი”, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი და შეკვეთილი - ბიძინა ივანიშვილის სახლი.

ადამიანები, რომლებიც ერთობაზე საუბრობენ, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხს გასახლეჩად იყენებენ. ეს გასაკვირი და სამწუხაროა“, - განაცხადა გიორგი პატარაიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები