მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია თბილისში და შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან გაიმართება

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია თბილისში და შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან გაიმართება

3-01-2023, 14:14 - 2023
591
       

მთავრობის ადმინისტრაციასთან, ასევე, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან და მსოფლიოს რამდენიმე დედაქალაქში ხვალ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართება. 


ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბერლინში, ბრიუსელში, ჰააგაში, სტოკჰოლმში, ათენში, ბარსელონასა და საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება მისი სიცოცხლის გადასარჩენად“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები