რუსეთი: უკრაინის თავდასხმას 63 რუსი სამხედრო ემსხვერპლა

რუსეთი: უკრაინის თავდასხმას 63 რუსი სამხედრო ემსხვერპლა

3-01-2023, 02:51 - 2023
497
       

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დონეცკის გარეუბან მაკეევკაში უკრაინის იერიშის შედეგად დანაკარგს ადასტურებს.
 
მათი თქმით, სარაკეტო დარტყმებს 63 რუსი სამხედრო ემსხვერპლა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ უკრაინამ მაკეევკის რეგიონში რუსულ შეიარაღებულ ძალებზე იერიში ამერიკული წარმოების HIMARS-ით მიიტანა.
 
უკრაინის არმიის სტრატეგიული კომუნიკაციის სამმართველოს ცნობით მოკლულთა რაოდენობა 400-მდე, დაჭრილთა რიცხვი კი 300-ია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები