ახალი წლის ღამეს მარტვილში ეკლესია გაქურდეს

ახალი წლის ღამეს მარტვილში ეკლესია გაქურდეს

2-01-2023, 23:44 - 2023
460
       

ახალი წლის ღამეს, ჭყონდიდის ეპარქიაში მდებარე მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი გაქურდეს.
 
არსებული ინფორმაციით, წაღებულია ტაძარში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატში მოთავსებული ძვირფასეულობა, ასევე გატეხილია შესაწირი ყუთები და მესანთლის მაგიდა, საიდანაც წაღებულია თანხა.
 
ტაძარში, სავარაუდოდ, ფანჯრიდან შეაღწიეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები