ახალი წლის ღამით დაბომბვის შედეგად 50 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, 2 კი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მოადგილე, კირილ ტიმოშენკო ავრცელებს. ტიმოშენკოს ინფორმაციით, 1 იანვარს ადგილობრივი დროით 9 საათზე 50 ადამიანი დაშავდა, ორი გარდაიცვალა.
ასევე, მან Telegram-ზე რეგიონების მიხედვით დაშავებულთა და დაღუპულთა სტატისტიკა გამოაქვეყნა:
- დნეპროპეტროვსკის ოლქი - 1 დაჭრილი.
- დონეცკის ოლქი - 1 დაჭრილი.
- ზაპოროჟიეს ოლქტი - 5 დაჭრილი.
- ნიკოლაევის ოლქი - 6 დაჭრილი.
- ხარკოვის ოლქი - 1 დაჭრილი.
- ხერსონის რაიონი - 1 დაღუპული, 4 დაჭრილი.
- ხმელნიცკის რაიონი - 1 დაჭრილი.
- კიევი - 1 დაღუპული, 22 დაჭრილი.
გარდა ამისა, ხმელნიცკის ოლქის ხელისუფლების გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში დაბომბვისგან მიღებული ჭრილობების შედეგად 22 წლის გოგო გარდაიცვალა.