„ის თუ იტყვის, რაშიცაა სინამდვილეში საქმე, გაინადგურებს თავს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია გარკვეული ტიპის უხერხულობას შეიცავს.
„დადგება აუცილებლად ამის დრო, როდესაც ვიტყვით იმას, თუ რა მოხდა 1 წლის წინ.
რატომ მოხდა და რა მოხდა უფრო ადრე, რატომ ჰქონდა გადადგმული გიორგი გახარიას კონკრეტული ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით.
ის თუ იტყვის, რაშიცაა სინამდვილეში საქმე, გაინადგურებს თავს, რანაირად იტყვის?! ვერაფერს ვერ ამბობს.
აქ საუბარია ღალატის ისეთ დეტალებზე, რომელიც შეიძლება ადამიანებისთვის შოკისმომგვრელი იყოს.
ეს ინფორმაცია გარკვეული ტიპის უხერხულობას შეიცავს, რის გამოც დღეს არ ღირს ამაზე საუბარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.