უკრაინამ ახალი წლის ღამით რუსების ტყვეობაში მყოფი 140 ჯარისკაცი დაიბრუნა

უკრაინამ ახალი წლის ღამით რუსების ტყვეობაში მყოფი 140 ჯარისკაცი დაიბრუნა

31-12-2022, 22:21 - 2022
436
       

მორიგი ტყვეთა გაცვლის შედეგად, უკრაინამ 140 მებრძოლი დაიბრუნა.
 
ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი  ავრცელებს.
 
როგორც მან აღნიშნა, რომ დაბრუნებულ სამხედროებს შორის 82 პირი უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან არის, 15 - ტერიტორიული თავდაცვიდან, 22 - ეროვნული გვარდიიდან, 11 - სამხედრო-საზღვაო ძალებიდან და 10 - სასაზღვრო სამსახურიდან. მათ შორის არის 132 მამაკაცი და 8 ქალი, 22 ოფიცერი და 118 სერჟანტი და ჯარისკაცი.
 
ეს მორიგი დიდი გაცვლაა, რომლის განხორციელება შევძელით - 140 ადამიანი ბრუნდება სახლში, მათ შორის - დაჭრლიები, ასევე მარიუპოლის, „ზმეინის“ კუნძულის დამცველები, ტერიტორიული თავდაცვის მოხალისეები სლავუტიჩდან, მათ შორის მამები და შვილები, რომლებიც ერთად იმყოფებოდნენ ტყვედ, ასევე ჩვენები ბახმუტის მიმართულებიდან“, - წერს ერმაკი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები