ქუთაისში, ავტობუსში მამაკაცმა ქალზე იძალადა.
აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მამაკაცი ავტობუსში ტელეფონით საუბრისას ბილწსიტყვაობდა, რაზეც მას იქვე მყოფმა გოგონებმა შენიშვნა მისცეს. მამაკაცს შენიშვნის მიცემაზე აგრესიული რეაქცია ჰქონდა და ერთ-ერთ გოგონას სახეში ხელი გაარტყა.
ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული.