უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა

31-12-2022, 18:29 - 2022
431
       

მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით საკრუიზო რაკეტები გაუშვა. 


ამ დროისთვის საჰაერო განგაში უკრაინის ყველა რეგიონშია გამოცხადებული.

ამის პარალელურად კიევში აფეთქებების ხმა, ადგილობრივი დროით 14:00 საათიდან, ისმის. 

დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ქალაქში მომხდარი აფეთქებები დაადასტურა.

ერთ-ერთი აფეთქება მოხდა დედაქალაქის სოლომიანის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს შორის. ყველა სამსახური ადგილზეა“, - განაცხადა კლიჩკომ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები