საქართველოს პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ანი წითლიძეს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა.
ირკვევა, რომ აუდიენცია ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
„ენმ“-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი მოშიმშილე ანი წითლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობით ძალიან იყო შეწუხებული.
„მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, მისი მოწოდებაც იყო, არაერთი, რომ ანის შეეწყვიტა შიმშილობა“, - თქვა დეკანოიძემ.