ხობში მეზობელმა მეზობელი დაჭრა, შემთხვევა გუშინ მოხდა.
50 წლის დაჭრილ კაცს ცივი იარაღით 5 ჭრილობა აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება ყოფით ნიადაგზე მოხდა. ეჭვმიტანილი ნასვამ მდგომარეობაში იყო, რა დროსაც ფიზიკური დაპირისპირება დაჭრით დასრულდა.
შსს-მ ეჭვმიტანილი რამდენიმე საათის შემდეგ დააკავა, გამოძიება 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკველელობის მცდელობას გულისხმობს.