ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თემურ ჯანაშია შიმშილობა შეწყვიტა, ის სასწრაფო სამედიცინო პერსონალმა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც თემურ ჯანაშიას თანაგუნდელი, ხატია დეკანოიძე ამბობს, მას სერიოზული პრობლემა აქვს კალიუმის და ნატრიუმის ვარდნასთან დაკავშირებით.
„ახლა წავიდა ექიმი, კატეგორიული რეკომენდაციაა ანიზე წითლიძეზეც და თემურ ჯანაშიაზეც იყო კატეგორიული რეკომენდაცია, რომ ორივემ შეწყვიტოს შიმშილობა მაგრამ თემოსთან დაკავშირებით არის სერიოზული პრობლემა კალიუმის და ნატრიუმის ვარდნასთან მიმართებაში იმიტომ, რომ გუშინ მიუხედავად გადასხმისა ეს ეს მაჩვენებლები გაცილებით მძიმეა, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებით და ერთობლივი მოთხოვნით თემომ შეწყვიტა ახლა შიმშილობა“, - ამბობს ხატია დეკანოიძე.