TVIMEDI და GORBI: მოსახლეობის 81% „ოცნების“ პოლიტიკას ემხრობა და ომი არ უნდა

TVIMEDI და GORBI: მოსახლეობის 81% „ოცნების“ პოლიტიკას ემხრობა და ომი არ უნდა

20-12-2022, 00:32 - 2022
21 728
       

საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრ GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, ემხრობით თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას, არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში, შეკითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა:

გამოკითხული რესპონდენტების 81% ამბობს, რომ ემხრობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას, არ ემხრობა 16%, არ იცის ან პასუხზე უარს ამბობს - 3%.
 
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 25%.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები