ტელეკომპანია „იმედი“ GORBI-ს მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრ GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, „დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“, შეწონილი მონაცემებით და ალოკაციის მეთოდით პასუხები ასე გადანაწილდა: „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა გამოკითხულთა 52%, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ 23%.
რაც შეეხება სხვა პარტიებს:
- „ლელოს“ - 3% ,
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3%,
- „პატრიოტთა ალიანსი“ - 3%,
- „ევროპულ საქართველოს“ - 3%,
- „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ - 3%,
- „გირჩი“ - 2%,
- „მოქალაქეებს“ - 2%,
- „ლეიბორისტულ პარტია“ - 1% ,
- გახარიას პოლიტიკური მოძრაობა „საქართველოსთვის“ - 1%,
- სხვა - 4%.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა.
ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5%.