„ენმ“-ს მოშიმშილე დეპუტატის, აბდულა ისმაილოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მას ორი დღის მანძილზე მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.
დეპუტატი ექიმების რეკომენდაციებს დაემორჩილა და შიმშილობა შეწყვიტა, ის სახლში გადაიყვანეს.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, აბსოლუტურად ყველა მოშიმშილის. ერთადერთი ჩვენი კოლეგა გამოგვაკლდა ისმაილო, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა ეს ორი დღე და სახლში გავუშვით, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა მისი გაჩერება“, - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.