პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შესახებ განცხადებას აკეთებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შესახებ განცხადებას აკეთებს

17-12-2022, 22:04 - 2022
1 042
       

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე დიპლომატებთან, მესამე პრეზიდენტის შესახებ ისაუბრა.
 
მან განაცხადა, რომ ეს საკითხი ქვეყნის რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანია და ყველა უნდა დაელოდოს 22 დეკემბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებას.
 
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს, გახლავთ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხი. მე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ამ ქვეყნისათვის და მისი რეპუტაციისათვის, მისი შიდასტაბილურობისა და მომავლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ  დაასრულოს სპეკულაციები და დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს , რომელიც მინდა ვიყო დარწმუნებული, მისცემს საშუალებას საქართველოს მოსახლეობას ამ სიტუაციიდან გამოვიდეს და ყველა იყოს კონცენტრირებული თავიანთ მოვალეობაზე, მართვაზე ქვეყნის, პრობლემების გადაწყვეტაზე და ქვეყნის სტაბილურ გზაზე დაყენებაზე“, - თქვა ზურაბიშვილმა.
 
22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მესამე პრეზიდენტის სასჯელის გაუქმების, ან გადავადების შუამდგომლობა მოსამართლე გიორგი არევაძემ უნდა განიხილოს. პროცესზე მოწმეებად, სამედიცინო ექსპერტების დაკითხვა იგეგმება.   

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები