„ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, საქართველოსათვის უკრაინის ეროვნული ერთობის დღე ამჟამინდელი მძიმე გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„საქართველოსათვის, როგორც ქვეყნისათვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი მძიმე გამოწვევების ფონზე. ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად“, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.