„ენმ“ ბათუმის საკრებულოში, სხდომებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

„ენმ“ ბათუმის საკრებულოში, სხდომებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

16-12-2022, 13:27 - 2022
429
       

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის საკრებულოში, სხდომებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. 


ბოიკოტის შესახებ განცხადება დეპუტატებმა საკრებულოს სხდომის დაწყების წინ გააკეთეს. 

მათი თქმით,  ვიდრე მიხეილ სააკაშვილის უფლებები არ იქნება დაცული, არ აპირებენ  „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას. 

ოპოზიციონერებმა გუშინ ბოიკოტი გამოუცხადეს აჭარის უმაღლეს საბჭოსაც.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები