„დღეს უკრაინაში ერთიანობის დღეა“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 ციხიდან მიმართვას ავრცელებს.
როგორც ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, გულით უკრაინაში არის.
„გახსოვთ, 2008 წლის 1-ლი სექტემბრის ერთიანობის დღე და ცოცხალი ჯაჭვი?! ძალიან მიხარია, რომ უკრაინელები ასევე ძალიან კარგად სწავლობენ საქართველოს მაშინდელ გამოცდილებას.
დღეს უკრაინაში ერთიანობის დღეა. გულით იქ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან, ძალიან ბევრი ხალხი გამოვა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.