დღეს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.
სხდომა პარტიის ოფისში 15:00 საათზეა ჩანიშნული.
პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების თარიღი გადაწყდება. ასევე, პარტიის წევრები არჩევნების ფორმატის გარდა, სხვა საკითხზეც იმსჯელებენ.