„შემაშფოთებელია, ვუყურებდეთ 21-ე საუკუნეში იმ მასშტაბურ სამხედრო მობილიზაციას, რომელიც ხდება უკრაინის საზღვრებთან“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
როგორც მან თქვა, ასევე შემაშფოთებელი იყო რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, უკრაინის განუყოფელი ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინისთვის მიემართა.
„რა თქმა უნდა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელია, ჩვენ ვგმობთ ამ ნაბიჯს. დღევანდელი მსოფლიო, სრული სერიოზულობით, დგას მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტის ხელყოფას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.