უკრაინაში მიმდინარე ომში საქართველოში დაბადებული 29 წლის რუსლან ბაირამოვი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, დაღუპული სამხედრო დედასთან ერთად ლუგანსკის ოლქში ცხოვრობდა.
ბაირამოვი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში დაიბადა და რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში, მიკოლაევის ოლქში, 6 ოქტომბერს დაიღუპა. საქართველოში დაბადებული მებრძოლი უკრაინის 59-ე მოტორიზებულ ბრიგადაში
მსახურობდა კონტრაქტით.
უკრაინული გამოცემები წერენ, რომ რუსლან ბაირამოვი სრული სამხედრო პატივით დაკრძალეს ქალაქ გაისინის სასაფლაოზე, ვინიცის ოლქში.