თელავის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ნიკა მელია ეწვია.
მელიას ოფისში გიორგი ბოტკოველთან ერთად ადგილობრივი „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებიც დახვდნენ.
როგორც ცნობილი გახდა, შეხვედრა დაძაბულობით დაიწყო, პარტიის წევრებმა მელიას ღიად უთხრეს, რომ მხარს არ უჭერენ.
საპასუხოდ მელია განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გიორგი ბოტკოველი რეგიონული სამსახურის უფროსი აღარ იქნებოდა.
პარტიაში მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ მელია თელავში ნამდვილად იყო, თუმცა დეტალებს არ ამხელენ.