გენადი ბესტაევი გარდაიცვალა

გენადი ბესტაევი გარდაიცვალა

16-02-2022, 12:10 - 2022
1 593
       

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევი გარდაიცვალა. 

ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევალი ბოლო თვეების განმავლობაში კომატოზურ მდგომომარეობაში იმყოფებოდა. 

შეგახსენებთ, რომ გენადი ბესტაევი რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. დე ფაქტო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას შემდეგ რაც ბესტაევს ინსულტი განუვითარდა, 16 ნოემბერს კომატოზურ მდგომარეობაში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს. 
 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები