რუსეთში კურსკის ოლქში მდებარე აეროდრომში აფეთქება მოხდა.
კურსკის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის თქმით, აფეთქება უპილოტო საფრენი აპარატის იერიშმა გამოიწვია.
"უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად, კურსკის აეროდრომის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა ნავთობის გენერატორს. დაშავებულები არ არიან. ხანძარს აქრობენ. ყველა სპეცსამსახური ადგილზე მუშაობს", - დაწერა კურსკის გუბერნატორმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე.