პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს მიუსამძიმრა.
მთავრობის სხდომაზე მან საზოგადოებას შეახსენა, რომ უკრაინაში დაღუპული სამხედროების გადმოსვენების ხარჯებს მთავრობას ფარავს.
"კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახებთან შეთანხმებით, ყველა დაღუპულის გადმოსვენება მოხდა მთავრობის ჩართულობით, ვგულისხმობ წინა შემთხვევებს, ამ ხარჯებს სრულად ფარავს მთავრობა, ასევე ჩვენი გადაწყვეტილებით, ვინაიდან მათი უმეტესობა იყვნენ ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, ოფიცრები, მონაწილეობა აქვთ მიღებული ჩვენს ტერიტორიებზე ომებში, 2008 წელს, თუ მანამდე აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომები, ჩვენი გადაწყვეტილებით, ყველა ასეთი შემთხვევა იქნა ღირსეულად, სამხედრო პატივით დაკრძალული", - თქვა ღარიბაშვილმა.