„ჩნდება ეჭვი, რომ პრემიერი ჩართულია სავარაუდო კორუფციულ სქემაში“ - NGO

„ჩნდება ეჭვი, რომ პრემიერი ჩართულია სავარაუდო კორუფციულ სქემაში“ - NGO
16-02-2022, 11:31 - 2022
512

„ანტიკორუფციული მოძრაობის“ განცხადებით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის უახლოესი წევრები - აკაკი ჩხენკელი და ირაკლი სამყურაშვილი ფლობენ კომპანია „ექსიმ ოილს“, რომელსაც ნავთობის გადაზიდვის სფეროში მონოპოლია აქვს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, აღნიშნული კომპანიის საშუალებით ბაზრიდან საერთაშორისო კომპანიების გამოგდება ხდება.

მისი თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ სავარაუდო კორუფციულ სქემაში ჩართულია ირაკლი ღარიბაშვილი. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საკითხით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო უნდა დაინტერესდეს.

„ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის უახლოესი წევრები ესენი არიან აკაკი ჩხენკელი და ირაკლი სამყურაშვილი ფლობენ კომპანია „ექსიმ ოილს“, რომელსაც უკავია მონოპოლისტური მდგომარეობა ნავთობის გადაზიდვის სფეროში. ხდება საერთაშორისო კომპანიების გამოგდება ბაზრიდან, რაც აჩენს ეჭვს, რომ თვითონ პრემიერია დაინტერესებული ამ სავარაუდო კორუფციულ სქემაში“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილი.

კომენტარები
რეკლამა