საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ ეროვნული შეთანხმების პროცესს გაგრძელება ექნება.
მარგველაშვილი ამბობს, რომ პროცესის გაგრძელება შესაძლოა, იყო სამი პრეზიდენტის შეხვედრა. მისი თქმით, ეს საკითხი სალომე ზურაბიშვილზეა დამოკიდებული.
„პროცესის განვითარება არ მინახავს, ვვარაუდობ, რომ ქალბატონი სალომე მუშაობს ამ მიმართულებით. აბა ახლა ასეთ მაღალ მთა მასაზე დაწყებული ეროვნული შერიგების პროცესი ამ დენი შეხვედრა, რომელიც ჩატარდა პოლიტიკურ აქტორებთან, ასეთ მაღალ საერთაშორისო ტრიბუნალზე გაცხადებული გეგმა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური განვითარების, შემდეგ შეხვედრები, რომლებიც იყო მათ შორის ჩემთან, ეს ყველაფერი ხომ არ იქნებოდა ერთჯერადად და შემდეგი ნაბიჯები არ მოჰყვებოდა.
მოველი რომ პროცესს განვითარება ექნება, იქნება თუ არა ეს სამი პრეზიდენტის შეხვედრა, თუ რაიმე სხვა ფორმატი, ეს ქალბატონი სალომეს გადასაწყვეტია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.