უკრაინაში, ბახმუტთან ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვას პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება.
ის დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
"დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს", - წერს ზურაბიშვილი.