ქართველი ჯარისკაცები ალყაში მოექცნენ, დაჭრილია ქართველი მეთაური - ახალი დეტალები უკრაინიდან

ქართველი ჯარისკაცები ალყაში მოექცნენ, დაჭრილია ქართველი მეთაური - ახალი დეტალები უკრაინიდან
3-12-2022, 21:58 - 2022
1 526

ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში, ბახმუტთან ქართველი მეთაური დაიჭრა, ხოლო ქართველთა ლეგიონის ჯარისკაცები ალყაში მოექცნენ.
 
ამის შესახებ „მთავარ არხთან“ უკრაინიდან პირდაპირი ჩართვისას, რომეო ფარულავამ ისაუბრა.
 
დაჭრილი არის მეთაური... დანარჩენი ბიჭები, ვინც არიან, ჩვენს უკრაინელ ძმებთან ერთად ალყაში არიან მოქცეული. ამ დროისთვის მიმდინარეობს ბრძოლა, ამ ბიჭების გამოსაყვანად, ვინც ცოცხლები არიან და ასევე მიმდინარეობს ჩვენი დაღუპული გმირების გამოყვანა“, - ამბობს რომეო ფარულავა
 
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა: ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, ბადრი მარკელია, მერაბ ალადაშვილი და  რომეო ფირჩხაია.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა