„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, რომელსაც ხელისუფლებამ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა, მანდატისთვის ხელახლა იბრძოლებს.
როგორც „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ბადრი ჯაფარიძე რუსთავში, შუალედურ არჩევნებში, მაჟორიტარად იყრის კენჭს.
„ბადრი ჯაფარიძე იქნება წარდგენილი რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად შუალედურ არჩევნებში იმისთვის რომ დავუმტკიცოთ, რომ ძალა არის ხალხის ხელში, იმისთვის რომ დავამტკიცოთ, რომ მანდატზე კი არაა საუბარი, არამედ იმაზე, რომ ცვლილება შეგვიძლია“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.